Sunday, February 28, 2016

ტრენინგის მე 8 დღე

დღევანდელი დღეც დავიწყეთ გამეორებით.
ვსწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა
პორტფოლიოს მოწესრიგება.
პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე, საქაღალდის ან ფაილის ატვირთვა
ლინკის გადატანა ბლოგზე
დრაივში ავტვირთეთ  მისამართის  ლინკი
სიის გაჯეტი

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მე 6 დღე

გავიმეორეთ  გუშინდელი, გადავხედეთ სხვადასხვა გეგმებს, გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია და  გავარჩიეთ შეპასების რუბრიკები.

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის მე 5 დღე

როგორც წინადღეები დღევანდელი დღეც დაიწყო წინადღის საქმიანობის დახსენება შეჯამებით. გავეცანით, როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები, კომენტარების დაწერა ბლოგზე, სურათებისა და ვიდეოების ატვირთვა ბლოგზე, შევქმენით მოსწავლის ბლოგი, მივეცით ბლოგს სახელწოდება და მისამართი, როგორ შევცვალოთ სახელწოდება, გავეცანით სხვადასხვა ტიპის გაჯეტებს და გამოვიყენეთ ისინი ბლოგის გასაფორმებლად. ვისწავლეთ ბლოგის მენიუში მუშაობა, სურათის წაშლა, აღდგენა და ფონის შეცვლა,  შევადგინეთ მოსწავლის გამოკითხვის გაჯეტი. გაჯეტების გადაადგილება. ტრენინგის მეხუთე დღეც, როგორც წინა დღეები იყო ნაყოფიერი.

Sunday, February 14, 2016

ტრენინგის მე 4 დღე

 ტრენინგის მეოთხე დღეც იყო ჩემთვის ნაყოფიერი, როგორც წინადღეები. დღევანდელი დღეც დავიწყეთ გამეორებით. ვიმუშავეთ და გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. მაგალითად, განმავითარებელი და  განმსაზღვრელი შეფასება. გავეცანით იმასაც, რომ შეფასების გეგმა აუცილებლად უნდა იყოს დროში გაწერილი. გავიგე თუ როგორ უნდა გავაკეთო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია. ეს ყველაფერი ფაილებად  დავალაგეთ ბლოგში.

Saturday, February 13, 2016

ტრენინგის მე 3 დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინადღეების ნასწავლის გამეორებით. ვიმუშავეთ პროექტის ან გაკვეთილის გეგმის შედგენაზე. ტრენერმა  გაამახვილა ჩვენი ყურადღება იმაზე, რომ გეგმა აუცილებლად არის  მჭიდრო კავშირში სტანდარტთან,  XXI  საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებით/. მიზანი აუცილებლად უნდა შეფასდეს. ვისწავლეთ ის, რომ გეგმაში უნდა აისახოს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Sunday, February 7, 2016

ტრენინგის მეორე დღე

მეორე დღეც ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვისწავლე ცრილის შედგენა, სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების გამოყენება, ბუკლეტების შექმნა - ტექსტისა და სურათების ჩასმა. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარება პროექტებით სწავლებაში

Saturday, February 6, 2016

ტრენინგის პირველი დღე:


ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ტრენინგის  თემას, დღის წესრიგის  ყოველ პუნქტს.
გავეცანი გზამკვლევს, შევქმენი საქაღალდეები და შევინახე კურსის რესურსები. დღევანდელი დღე  ჩენთვის იყო ნაყოფიერი, რადგან ვარ დიდი მომხრე პროექტებით სწავლებისა და მივიღე ბევრი ინფორმაცია პროგრამა ინტელის შესახებ, შეფასების ინდიკატორების გამოყენება